ზოოპარკი საარსებო გარემო
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2
წინადადებით:
მოსწავლეები შეისწავლიან ცხოველთა სასიცოცხლო გარემოს და პირობებს.
პროექტის აქტუალობა:
ვიზუალურად ნახონ და გაეცნონონ საარსებო გარემოს.
პროექტის მიზანები:
ზოოპარკში ცხოველთათვის შექმნილი სასიცოცხლო გარემოს გაცნობა. წიგნის მოდულის შექმნა.
ინფორმაციის მოპოვების, გადმოცემისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება.ურთიერთთანამშრომლობის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
8-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
1-2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმისთვის.მოსწავლეები შექმნიან წიგნს, მოპოვებლ მასალებს განათავსებენ ბლოგზე,
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, კალამი ილუსტრაციები ჟურნალიდან,მაკრატელი ,ჩანაწერები ან ფოტოები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
თემის შერჩევის მიზნით ჩამოვაყალიბო კითხვები. წარმოიდგინეთ თქვენ გევალებათ ზოოპარკის მოწყობა სხვადასხვა ცხოველებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მათ ცხოვრება შეუძლიათ. შეადგინეთ კითხვარი რომლის მიხედვით შეძლებთ ცხოველებისათვის სასიცოცხლო გარემოს შექმნას და მოვლას.
მოსწავლეთა წყვილებს დავუსახელებ თითო ცხოველს,ინფორმაციას ცხოველების შესახებ დავწერ ბარათზე და დავურიგებ მოსწავლეებს.ბარათის შინაარსის გაცნობის შემდეგ
მოსწავლეები მოიფიქრებენ და დაწერენ როგორ მოუვლიან ,. როგორ გარემოს შეუქმნიან კონკრეტულ ცხოველს.გააკეთონ ვოლერის ნახატი ,სადაც მოათავსებენ ცხოველს .მოიფიქრონ როგორ მიაწვდიან საკვებს.
მოსწავლეები ეწვევიან ზოოპარკს მოინახულებენ მის ბინადრებს დააკვირდებიან ცხოველებისათვის შექმნილ ხელოვნურ გარემოს ან ეწვიონ თბილისის ზოოპარკის ვებ- გვერდს და დაათვალიერონ ზოოპარკის ბინადართა ფოტოები.
მოსწავლეებმა ამის შემდეგ შექმნან ,,ჩვენი წიგნი": რომელშიც იქნება საინტერესო ამბები და ფოტოები .
მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია,,ჩვენი წიგნი".
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.III.2.მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი).
ხათუნა ფონჯავიძე
ხელმძრვანელის ელ-ფოსტა:
xatunafonjavidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
xatunafonjavidze.blogspot.com